ბათუმში მოსულმა ძლიერმა წვიმამ გარკვეული შეფერხებები გამოიწვია
ბათუმში მოსულმა ძლიერმა წვიმამ გარკვეული შეფერხებები გამოიწვია, დაიტბორა ქუჩები, საცხოვრებელი სახლების სარდაფები და მიწის ნაკვეთები. ყველა პრობლემურ ლოკაციაზე მობილიზებულია ბათუმის მერიის შესაბამისი სამსახურები. უხვი ნალექის შედეგად მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოები ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა დაათვალიერა.
