მერიის პროგრამით, ზამთრის ბანაკებში მონაწილეობის საშუალება 13-დან 29 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს ექნებათ - ამის შესახებ თბილისის მერმა ისაუბრა
მერიის პროგრამით, ზამთრის ბანაკებში მონაწილეობის საშუალება 13-დან 29 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს ექნებათ - ამის შესახებ თბილისის მერმა ისაუბრა. პროგრამა განხორციელდება 2024 წლის დეკემბრიდან 2025 წლის თებერვლის ჩათვლით და მოიცავს ბანაკებს 11 სხვადასხვა მიმართულებით. პროგრამა უფასოა. ზამთრის ბანაკებში მონაწილეობას 400-მდე ახალგაზრდა მიიღებს.
