არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე გამოკითხვები გრძელდება
არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე გამოკითხვები გრძელდება. დღეს მოსამართლის წინაშე კითხვებს ნინო ლომჯარიამ უპასუხა. საქმის პროკურორის განცხადებით, ნინო ლომჯარიას ახალი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია და მხოლოდ სატელევიზო ეთერით გაშუქებულ ინფორმაციაზე ისაუბრა.
