საკუთარი ხედვა და პროგრამა წარმოადგინა კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა
საკუთარი ხედვა და პროგრამა წარმოადგინა კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმაც. თინათინ რუხაძემ ნდობისთვის ირაკლი კობახიძეს მადლობა გადაუხადა. ისაუბრა ქართული სპორტის წარმატებაზე და თქვა, რომ ყველა გადაწყვეტილებას ქვეყნისა და სფეროს ინტერესების გათვალისწინებით მიიღებს. მისივე თქმით, გაგრძელდება კულტურის სფეროს მხარდამჭერი პროგრამები.
