ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე მოუსმინეს განათლების მინისტრობის კანდიდატს
ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე მოუსმინეს განათლების მინისტრობის კანდიდატს. ალექსანდრე წულაძემ უწყებაში დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრა. თქვა, რომ მომავალ წელს განათლების სამინისტროს ბიუჯეტი სამ მილიარდ ლარს გადააჭარბებს. მინისტრობის კანდიდატის თქმით, ერთ-ერთი მთავარი მიზანია, ხელი შეუწყონ კარგ მმართველობაზე, ანგარიშვალდებულებასა და გამჭვირვალობაზე დაფუძნებულ საგანმანათლებლო დაწესებულებების ინსტიტუციურ განვითარებას.
