პარლამენტში სამთავრობო პროგრამაზე ისაუბრა ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა
პარლამენტში სამთავრობო პროგრამაზე ისაუბრა ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა. მიხეილ სარჯველაძემ ყურადღება გაამახვილა, როგორც ჯანმრთელობის დაცვის, ისე სოციალური დაცვის კუთხით. მისი თქმით, მთავარი აქცენტი გაკეთდება სამართლიან, ხარისხიან და საყოველთაოდ ხელმისაწვდომ ჯანდაცვაზე. მიხეილ სარჯველაძის განცხადებით ჰოსპიტალური მომსახურების ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად, დაიხვეწება და განვითარდება დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების დაფინანსების სისტემა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა პირველადი ჯანდაცვის სერვისების გაფართოებასა და ხარისხის გაუმჯობესებას.
