დეპუტატებმა მოუსმინეს ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატს
დეპუტატებმა მოუსმინეს ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატს. ირაკლი ქარსელაძემ აღნიშნა, რომ მაგისტრალური გზების მშენებლობა და საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება სამინისტროს საქმიანობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სფეროდ რჩება, რაც ქვეყნის სატრანზიტო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაძლიერებას უწყობს ხელს. მისი თქმით, 2025 წელს დასრულდება თბილისიდან ბათუმამდე მაგისტრალის მშენებლობა, ასევე დასრულდება საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთისა და თურქეთის რესპუბლიკების საზღვრებთან დამაკავშირებელი „შუა დერეფნის“ მონაკვეთების მშენებლობა.
