უთი კომიტეტის გაერთიანებული სხდომაზე დეპუტატებს საკუთარი ხედვა გააცნო სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა
ხუთი კომიტეტის გაერთიანებული სხდომაზე დეპუტატებს საკუთარი ხედვა გააცნო სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა. დავით სონღულაშვილის თქმით, მომავალი ოთხი წლის განმავლობაში სოფლის მეურნეობის დარგის მხარდასაჭერად დაგეგმილია სამ მილიარდ ლარამდე ფინანსური რესურსის გამოყოფა. მინისტრობის კანდიდატმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მევენახეობა-მეღვინეობაზე და ვრცლად ისაუბრა ქართული ღვინის პოპულარიზაციასა და ექსპორტის განვითარებაზე.
