პარლამენტში მინისტრობის კანდიდატებს მოუსმინეს
პარლამენტში მინისტრობის კანდიდატებს მოუსმინეს. სამთავრობო პროგრამის დეტალებზე საკანონმდებლო ორგანოში ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრობის კანდიდატებმა ისაუბრეს. ლევან დავითაშვილის თქმით, მიმდინარე წელს და საშუალოვადიან პერიოდში საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა. მან ისაუბრა ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზე და თქვა, რომ პორტი ოპერირებას, მაქსიმუმ, 2029 წელს დაიწყებს. ყურადღება გაამახვილა პროგრამაზე „აწარმოე საქართველოში“, რომლის ფარგლებში, 700 ახალი საწარმო შეიქმნა, 800 საწარმო გაფართოვდა, ხოლო 10 000-მდე პროექტი მიკროგრანტით დაფინანსდა. რაც შეეხება ფინანსთა მინისტრობის კანდიდატს, ლაშა ხუციშვილის თქმით, 2024 წელს კაპიტალური ხარჯების მოცულობა შვიდი მილიარდ 800 მილიონ ლარს გადააჭარბებს. მან ყურადღება გაამახვილა იმ ძირითად მიმართულებებზე, რომლებსაც 2024 წლის საბიუჯეტო ცვლილებებით ზრდა შეეხო.
