მმართველმა გუნდმა პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი წარადგინა
საქართველოს მეექვსე პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილია. საპრეზიდენტო კანდიდატი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, უმრავლესობისა და პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომის შემდეგ წარადგინა. ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ის დარწმუნებულია, რომ მიხეილ ყაველაშვილი სრულად დაუბრუნებს პრეზიდენტის ინსტიტუტს დროებით წართმეულ ღირსებას და იდგება არა უცხოური ძალის, არამედ ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის სამსახურში. პრეზიდენტობის კანდიდატის პირველი დაპირება კი საზოგადოების გაერთიანება, ეროვნული ინტერესების, იდენტობისა და ღირებულებების დაცვაა.