უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ალექსანდ სირსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის არმია ფართო შეტევისთვის ემზადება
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ალექსანდ სირსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის არმია ფართო შეტევისთვის ემზადება. უკრაინული მედიის ცნობით, არმიის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ ოკუპანტის შესაჩერებლად ახალი კონტრიერიშია საჭირო და შეიარაღებული ძალები ფრონტზე ინიციატივის ხელში ასაღებად ემზადებიან. სირსკის განცხადების პარალელურად, უკრაინის გენშტაბი იუწყება, რომ ფრონტის ხაზზე პოკროვსკისა და კურახოვოს მიმართულებით მძიმე ვითარებაა. რუსული არმია ინტენსიურად უტევს უკრაინულ პოზიციებს.
