ავლაბრის განახლებული მეტროსადგური ხვალ გაიხსნება
ავლაბრის განახლებული მეტროსადგური ხვალ გაიხსნება. მთავარი შესასვლელის რეკონსტრუქცია და კაპიტალური სამუშაოები დასრულდა. პროექტში ცვლილებები სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნისა და რეკომენდაციების საფუძველზე შევიდა, რამაც ვადების გადაწევა გამოიწვია. სამუშაოებისთვის დაახლოებით ოთხი მილიონი ლარი დაიხარჯა.
