„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილია
„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილია. ის პარტიის საპატიო თავმჯდომარემ წარადგინა. ბიძინა ივანიშვილი დარწმუნებულია, რომ მიხეილ ყაველაშვილი სრულად დაუბრუნებს პრეზიდენტის ინსტიტუტს დროებით წართმეულ ღირსებას. საპატიო თავმჯდომარის თქმით, 29 დეკემბერს, ინაუგურაციის დღეს წარსულს ჩაბარდება საქართველოს პრეზიდენტის მიერ ქვეყნის ღალატისა და კონსტიტუციის სისტემატური დარღვევის უხეში პრაქტიკა.
