ამერიკელმა სენატორმა როჯერ მარშალმა ქალისა და მამაკაცის ცნების განსაზღვრებისთვის კანონპროექტი წარადგინა.
ამერიკელმა სენატორმა როჯერ მარშალმა ქალისა და მამაკაცის ცნების განსაზღვრებისთვის კანონპროექტი წარადგინა. „არ მეგონა, თუ კანონი დაგვჭირდებოდა, რომელიც გვეტყვის, რომ მხოლოდ ორი სქესი არსებობს“ აცხადებს კანზასელი პოლიტიკოსი, რომელიც საკუთარი ინიციატივის შესახებ გამოცემა „დეილი ვაირს“ ესაუბრა. „2024 წლის მამრობითი და მდედრობითი სქესის განსაზღვრის აქტის“ მიზანია ქალსა და მამაკაცს შორის ბიოლოგიური განსხვავების კანონით გამყარება. ცნობილია, რომ კანონპროექტს რამდენიმე კონსერვატიული ორგანიზაცია მხარს უჭერს.
