შეერთებული შტატების მოქმედი ადმინისტრაცია ვადის ამოწურვამდე გააგრძელებს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაზრდას
შეერთებული შტატების მოქმედი ადმინისტრაცია ვადის ამოწურვამდე გააგრძელებს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაზრდას. ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა იტალიაში „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ მედიასთან საუბრისას განაცხადა.
