რუსულმა არმიამ კიევზე დრონებით იერიში მიიტანა
რუსულმა არმიამ კიევზე დრონებით იერიში მიიტანა. ვრცელდება ცნობები ორი დაშავებულის შესახებ. ქალაქის ადმინისტრაციის ცნობით, დაზიანდა საცხოვრებელი სახლი. პროექტ „დიპ სტეიტის“ ანალიტიკოსების ინფორმაციით კი, საოკუპაციო ძალებმა დონეცკის ოლქში ორი დასახლებული პუნქტი დაიკავეს. ასევე ვრცელდება ცნობები, რომ რუსულმა არმიამ ხარკოვის ოლქის ორი დასახლებული პუნქტის მიმართულებით წინ წაიწია.
