ისრაელსა და ჰეზბოლას შორის ძალაში შევიდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება
ისრაელსა და ჰეზბოლას შორის ძალაში შევიდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. ისრაელი სამხრეთ ლიბანიდან ჯარებს გაიყვანს. ლიბანის არმია მდინარე ლიტანის სამხრეთით დაახლოებით ხუთი ათას ჯარისკაცს განალაგებს, ჰეზბოლას ძალები დატოვებენ სამხრეთ ლიბანს და მისი სამხედრო ინფრასტრუქტურა მოიშლება. ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტის ხანგრძლივობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მოხდება ლიბანში.
