გერმანიაში მოგზაურობის შემთხვევაში, ბენიამინ ნეთანიაჰუს დაპატიმრება ემუქრება
გერმანიაში მოგზაურობის შემთხვევაში, ბენიამინ ნეთანიაჰუს დაპატიმრება ემუქრება. როგორც დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, ისრაელის პრემიერ-მინისტრის დაკავების ორდერთან დაკავშირებით, საჭიროების შემთხვევაში, გერმანია კანონის შესაბამისად იმოქმედებს. ანალენა ბერბოკის განმარტებით, კანონზე მაღლა არავინ დგას. რამდენიმე დღის წინ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუსა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, იოავ გალანტის დაკავების ორდერი გასცა. დიდი შვიდეულის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ჰააგის სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას განიხილავენ და ერთიანი პოზიციის შემუშავებაზე მსჯელობენ.
