გამოცემა „ბლუმბერგის“ ცნობით, თურქეთი ამერიკის შეერთებულ შტატებს, რუსული გაზპრომბანკის სანქციების სიიდან ამოღებას სთხოვს
გამოცემა „ბლუმბერგის“ ცნობით, თურქეთი ამერიკის შეერთებულ შტატებს, რუსული გაზპრომბანკის სანქციების სიიდან ამოღებას სთხოვს. გამოცემა წერს, რომ ანკარა რუსული ბანკის სანქციებისგან გათავისუფლების საკითხზე ვაშინგტონთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. თურქეთის ენერგეტიკის მინისტრის თქმით, გამონაკლისის გარეშე, თურქეთი რუსეთს ბუნებრივი აირის საფასურს ვერ გადაუხდის. რუსეთი თურქეთისთვის გაზის უმსხვილესი მიმწოდებელია. მანამდე გაზპრომბანკისთვის დაწესებული ამერიკული სანქციები, უნგრეთმაც გააკრიტიკა.
