ბაგების დასახლებაში გზის გაფართოებისა და საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დასრულდა
ბაგების დასახლებაში, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე, გზის გაფართოებისა და საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დასრულდა. აშენდა რკინა-ბეტონის საყრდენი კედელი, ასევე, მოეწყო ტროტუარი, სანიაღვრე ქსელი და გარე განათების ქსელი. შესრულებული სამუშაოები ადგილზე, დღეს დედაქალაქის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ დაათვალიერეს.
