განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს განცხადება
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ერთიანი ეროვნული გამოცდების ქართული ენისა და ლიტერატურის პროგრამიდან კონკრეტული ნაწარმოებების ამოღებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება. განცხადებაში ნათქვამია რომ სასწავლო პროგრამა არ შეცვლილა და პროგრამიდან არც ერთი ნაწარმოების ამოღება არ მომხდარა.
