პარლამენტის წევრებმა ანრი ოხანაშვილს მოუსმინეს
პარლამენტის წევრებმა მოუსმინეს ანრი ოხანაშვილს. იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა ახლა უკვე ყოფილ კოლეგებს სამთავრობო პროგრამა და ხედვა გააცნო. ერთ-ერთ მნიშვნელოვანი მიმართულება, სამინისტროს, როგორც ძირითადი სამთავრობო სამართალშემოქმედებითი საქმიანობის განმახორციელებელი სტრუქტურის მუშაობაა. მინისტრობის კანდიდატმა ხაზი გაუსვა საკანონმდებლო აქტების კოდიფიკაციის რეფორმას. ევროკავშირში სრულფასოვანი ინტეგრაციის მიზნით, პროაქტიულად განხორციელდება ევროკავშირის შესაბამისი სამართლებრივი აქტების იდენტიფიცირება, ჰარმონიზაცია და მასთან დაახლოების პროცესის მონიტორინგი.
