თავდაცვის სამინისტროს ოთხწლიანი პროგრამა გააცნო დეპუტატებს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა
თავდაცვის სამინისტროს ოთხწლიანი პროგრამა გააცნო დეპუტატებს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა. ირაკლი ჩიქოვანმა ყურადღება გაამახვილა თავდაცვის უნარიანობის გაზრდასა და ტოტალური თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე. ასევე ისაუბრა სტრუქტურის ბიუჯეტზე და განვითარების გრძელვადიან გეგმაზე. ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იყო საჰაერო ძალების განვითარების პროცესში ტექნიკისა და შეიარაღების მოდერნიზება. ყურადღება გამახვილდა სამხედრო სწავლებებზეც.
