პარლამენტში მინისტრობის კანდიდატებს მოუსმინეს
პარლამენტში მინისტრობის კანდიდატებს მოუსმინეს. ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ვახტანგ გომელაურმა ყურადღება გაამახვილა მძიმე დანაშაულების სტატისტიკის შემცირებაზე. შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა დეპუტატებს ინფორმაცია მიაწოდა დანაშაულის გახსნის უპრეცედენტოდ მაღალ მაჩვენებელზე და ხაზი გაუსვა იმ რეფორმებს, რომლებიც უწყებაში უკვე განხორციელდა, ნაწილი კი მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ეტაპობრივად განხორციელდება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა გლობალური გამოწვევებიდან გამომდინარე კიბერდანაშულთან ბრძოლას. ამ მიმართულებით დაგეგმილია ამერიკასა და ევროპასთან აქტიური თანამშრომლობა.
