ოპოზიციის მანდატების ბედი ისევ გაურკვეველია
ოპოზიციის მანდატების ბედი ისევ გაურკვეველია, ისინი მხოლოდ სიების ჩახსნაზე საუბრობენ, თუმცა მანდატების გაუქმებაზე არაფერს ამბობენ. ამ დრომდე მხოლოდ ერთი ოპოზიციონერი ამბობს რომ მანდატის გაუქმების მოთხოვნით პარლამენტის აპარატს მიმართა. რადიკალურ ოპოზიციაში დაპირისპირებაა. ოპოზიციონერებს სამოქმედო გეგმა არ აქვთ. მათ საკუთარი მხარდამჭერებიც უპირისპირდებიან. ამას ნიკა მელიას Facebook სტატუსიც ადასტურებს. მმართველი გუნდში კი აცხადებენ, რომ დაპირისპირების ერთადერთი მიზეზი არის ის, რომ ოპოზიციის მხარეს სიმართლე არ არის. „ქართული ოცნება“ დარწმუნებულია, რომ საბოლოო ჯამში ოპოზიცია გარედან მიღებული დავალებების შესაბამისად იმოქმედებს.
