ცალკეული ევროპარლამენტარები ეუთო/ოდირის დასკვნას არ აღიარებენ
ცალკეული ევროპარლამენტარები ეუთო/ოდირის დასკვნას არ აღიარებენ. მიუხედავად იმისა რომ ეუთო/ოდირმა დაადასტურა, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნები კონკურენტული იყო და ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ლეგიტიმურ ხელისუფლებას ევროინტეგრაციის გზაზე მუშაობისკენ მოუწოდა, ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი ამბობს, რომ საქართველოში არჩევნებთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოძიება უნდა ჩატარდეს. ამ განცხადებით მმართველი გუნდისთვის კიდევ ერთხელ დასტურდება, კონკრეტული ევროპარლამენტარებისა და რადიკალური ოპოზიციის კავშირი.
