ვახტანგ გომელაურმა ისაუბრა საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით
ვახტანგ გომელაურმა ისაუბრა საპროტესტო აქციებთან დაკავშირებითაც და თქვა, რომ აქციის მონაწილეების მხრიდან იყო პროვოკაციები, მათ შორის საკანონმდებლო ორგანოსთან გამართული გუშინდელი აქციის დროს. შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, პოლიციელების გამოწვევის მიზნით ხდებოდა სხვადასხვა საგნის სროლა. ვახტანგ გომელაურის თქმით, მოხდება ამ პირების იდენტიფიცირება და დაისჯება ყველა, ვინც ასეთ ქმედებებში მონაწილეობდა.
