შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატს დღეს პარლამენტში მოუსმინეს
შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატს დღეს პარლამენტში მოუსმინეს. სხდომის შემდეგ ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა და სხვადასხვა თემაზე კომენტარი გააკეთა. მისი თქმით არასერიოზულია განცხადებები იმის შესახებ, რომ პოლიციამ გრიგოლ გეგელიას წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა. ვახტანგ გომელაურის თქმით, გეგელია თავად მივიდა პოლიციასთან და პოლიციას შეურაცხყოფას აყენებდა.
