საქართველოს რიგით მეექვსე პრეზიდენტს 14 დეკემბერს აირჩევენ
საქართველოს რიგით მეექვსე პრეზიდენტს 14 დეკემბერს აირჩევენ. პრეზიდენტს 5 წლის ვადით, დებატების გარეშე, ღია კენჭისყრით საარჩევნო კოლეგია ირჩევს. კოლეგია 300 წევრისგან იქნება დაკომპლექტებული, მათ შორის იქნებიან პარლამენტის წევრები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები, ასევე თვითმმართველობის წარმომადგენლები. ახალარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია 29 დეკემბერს გაიმართება.
