დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ჯონ ჰილიმ განაცხადა, რომ უკრაინაში ომი კრიტიკულ ფაზაში შევიდა და ნატოს წევრებმა საკუთარი თავდაცვა უნდა გააძლიერონ
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ჯონ ჰილიმ განაცხადა, რომ უკრაინაში ომი კრიტიკულ ფაზაში შევიდა და ნატოს წევრებმა საკუთარი თავდაცვა უნდა გააძლიერონ. უკრაინაში ომი, ალიანსის თავდაცვისუნარიანობისა და უსაფრთხოების საკითხები დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, იტალიის, პოლონეთისა და საფრანგეთის თავდაცვის მინისტრებმა ბერლინში შეხვედრისას განიხილეს. მინისტრები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ უკრაინის სამხედრო დახმარებას, ასევე გაზრდიან საკუთარ სახელმწიფოებში სამხედრო ხარჯებს და აიღებენ მეტ პასუხისმგებლობას ევროპის უსაფრთხოებაზე.
