უკრაინაში ფრონტის ხაზზე ყველაზე ცხელი წერტილი კურახოვოა
უკრაინაში ფრონტის ხაზზე ყველაზე ცხელი წერტილი კურახოვოა. ოკუპანტი უკრაინელი სამხედროების ალყაში მოქცევას ცდილობს. უკრაინის გენშტაბის ცნობით, მძიმე ბრძოლებია დონეცკის ოლქის რამდენიმე მიმართულებით. უკრაინელი სამხედროები ჩასოვიარისა და პოკროვსკის მიმართულებით მტრის ინტენსიურ შეტევას ელოდებიან. რუსეთის არმიამ ამ ქალაქებისკენ დიდი რაოდენობით ცოცხალი ძალა და ტექნიკა მიმართა.
