ცეცხლის შეწყვეტის შესაძლო შეთანხმებამდე ისრაელსა და ჰეზბოლას შორის დაპირისპირება გრძელდება
ცეცხლის შეწყვეტის შესაძლო შეთანხმებამდე ისრაელსა და ჰეზბოლას შორის დაპირისპირება გრძელდება. ცოტა ხნის წინ ლიბანურმა შიიტურმა მოძრაობამ ისრაელის ჩრდილოეთში სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. მათი დიდი ნაწილი საჰაერო თავდაცვის სისტემამ გაანეიტრალა. როგორც უკვე ცნობილია, დღეს ჰეზბოლასთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას, ისრაელის უშიშროების კაბინეტი კენჭს უყრის. დოკუმენტი მხარეებს შორის 60 დღიან ზავს ითვალისწინებს. შეთანხმების მიხედვით, ისრაელი საკუთარ არმიას ლიბანის ტერიტორიიდან გაიყვანს, სანაცვლოდ, ისრაელის საზღვრისპირა რეგიონიდან გაიყვანს საკუთარ მებრძოლებს ჰეზბოლაც. მათ ნაცვლად რეგიონში ლიბანის არმიის წარმომადგენლები განლაგდებიან.
