დონალდ ტრამპის განცხადებით, პრეზიდენტობის პირველივე დღეს ჩინეთის, კანადისა და მექსიკის პროდუქტებზე ტარიფებს მკვეთრად გაზრდის
დონალდ ტრამპის განცხადებით, პრეზიდენტობის პირველივე დღეს ჩინეთის, კანადისა და მექსიკის პროდუქტებზე ტარიფებს მკვეთრად გაზრდის. როგორც არჩეულმა პრეზიდენტმა აღნიშნა, ინაუგურაციის შემდეგ მოაწერს ხელს განკარგულებას, რომლის საფუძველზეც კანადიდან და მექსიკიდან იმპორტირებულ პროდუქტზე 25 პროცენტიანი, ხოლო ჩინურ საქონელზე დამატებით 10 პროცენტიანი ტარიფები დაწესდება. ამერიკის შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტის განმარტებით, კანადურ და მექსიკურ პროდუქციაზე გაზრდილი ტარიფები იმოქმედებს იქამდე, ვიდრე ამ ორი ქვეყნიდან შეერთებულ შტატებში უკანონო მიგრანტების და ნარკოტიკების რაოდენობა არ შეიზღუდება
