ბაგების დასახლებაში, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე, გზის გაფართოებისა და საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დასრულდა
ბაგების დასახლებაში, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე, გზის გაფართოებისა და საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დასრულდა. აშენდა რკინა-ბეტონის საყრდენი კედელი, ასევე, მოეწყო ტროტუარი, სანიაღვრე ქსელი და გარე განათების ქსელი. სამუშაოები ადგილზე დღეს დედაქალაქის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ დაათვალიერეს.