აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ ისევ დავით გაბაიძე აირჩიეს
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ ისევ დავით გაბაიძე აირჩიეს. ახლად არჩეული საბჭოს შემადგენლობა დღეს პირველად შეიკრიბა, სხდომა უსკოს თავმჯდომარემ, პარმენ ჯალაღონიამ გახსნა. წარმოადგინა ინფორმაცია უმაღლესი საბჭოს არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით. ამის შემდეგ სხდომას უმაღლესი საბჭოს უხუცესი წევრი, დავით თედორაძე უძღვებოდა. აჭარის უმაღლესმა საბჭომ, პირველ სხდომაზე, 13 ხმით, 21 წევრის უფლებამოსილება ცნო.
