პოლიციელზე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს თავდასხმის ფაქტზე, ერთ ადამიანს ბრალდება წარუდგინეს
პროკურატურამ საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას, პოლიციელზე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს თავდასხმის ფაქტზე, ერთ ადამიანს ბრალდება წარუდგინა. გამოძიებით დადგინდა, რომ 24 ნოემბერს, რუსთაველის გამზირის და ჭანტურიას ქუჩების კვეთაზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, ბრალდებული თავს დაესხა პოლიციელს. სამართალდამცველებმა ბრალდებული 25 ნოემბერს დააკავეს. აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით, საგამოძიებო უწყება თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
