სახალხო დამცველის შეფასებით, მე-11 მოწვევის პარლამენტის შეკრება ლეგიტიმურია
სახალხო დამცველის შეფასებით, მე-11 მოწვევის პარლამენტის შეკრება ლეგიტიმურია. ლევან იოსელიანის განცხადებით, კონსტიტუციაში ცალსახად წერია, რომ შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 10 დღეში, საქართველოს პარლამენტი უნდა შეიკრიბოს. ომბუდსმენის თქმით, ყველა სხვა მუხლი ან სხვა დათქმა, მათ შორის საკონსტიტუციო სარჩელი, ვერ იქნება კონსტიტუციის ჩანაწერზე აღმატებული.
