ბრიტანეთის პრემიერმა ვადამდელი საყოველთაო არჩევნების ჩატარება გამორიცხა
ბრიტანეთის პრემიერმა ვადამდელი საყოველთაო არჩევნების ჩატარება გამორიცხა, შესაბამისი მოთხოვნით პეტიციას, ორმა მილიონმა ამომრჩეველმა მოაწერა ხელი. პეტიციაში ნათქვამია, რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს, რადგან „ლეიბორისტულმა პარტიამ“ უარი თქვა საარჩევნო დაპირებებზე. დიდ ბრიტანეთში არჩევნები ოთხი თვის წინ გაიმართა.
