ლონდონმა რუსეთის 30 ნავთობტანკერს სანქციები დაუწესა
ლონდონმა რუსეთის 30 ნავთობტანკერს, რომლებიც მხოლოდ გასული წლის განმავლობაში მილიარდობით ფუნტის ღირებულების ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირებაზე იყო პასუხისმგებელი, სანქციები დაუწესა. - ამის შესახებ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის მთავრობა ავრცელებს და აღნიშნავს, რომ სანქცირებული რუსული ნავთობტანკერების საერთო რაოდენობა, უკვე 73-ია. ბრიტანეთის გადაწყვეტილებას უკვე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი და მას მნიშვნელოვანი ნაბიჯი უწოდა.
