ჯონ კირბიმ დაადასტურა, რომ უკრაინამ „ატაკამსის“ ტიპის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების, რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების ნებართვა მიიღო
ამერიკის შეერთებული შტატების ნაციონალური უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ დაადასტურა, რომ უკრაინამ „ატაკამსის“ ტიპის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების, რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების ნებართვა მიიღო. აქამდე აღნიშნული ინფორმაცია, მხოლოდ მედია საშუალებებით ვრცელდებოდა.
