უკრაინა და რუსეთი დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე ფრონტზე მაქსიმალური წარმატების მიღწევას ცდილობენ
უკრაინა და რუსეთი დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე ფრონტზე მაქსიმალური წარმატების მიღწევას ცდილობენ. ოკუპანტი დონეცკის ოლქში წინ მიიწევს და ზაპოროჟიეს მიმართულებით შეტევისთვის ემზადება. „უოლ სტრით ჯორნალის“ ცნობით, პარალელურად, მოსკოვი რუსეთის კურსკის ოლქიდან უკრაინელი სამხედროების 20 იანვრამდე განდევნას გეგმავს. ამისთვის მას კურსკში 50 ათასი ჯარისკაცი ჰყავს მობილიზებული. უკრაინამ კი, ომის დასრულების შესახებ ტრამპის გეგმის ამოქმედებამდე, რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო ობიექტებზე იერიშები გააძლიერა.
