პარლამენტის თავმჯდომარე კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ, ევროპული ქვეყნებიდან დაფინანსებული არასამთავროების მიერ წამოწყებულ კამპანიას ეხმიანება
მიზანმიმართული დეზინფორმაცია, მიზანი რადიკალიზმის გაღვივება. პარლამენტის თავმჯდომარე კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ, ევროპული ქვეყნებიდან დაფინანსებული არასამთავროების მიერ წამოწყებულ კამპანიას ეხმიანება. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია, თითქოს პრეზიდენტის მიერ სხდომის არდანიშვნა ხელს უშლის პარლამენტს შეკრებაში, მძიმე დეზინფორმაციაა.
