„სკაი ნიუსის“ ცნობით, რუმინეთმა შესაძლოა საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ უკრაინის მხარდაჭერა შეწყვიტოს
„სკაი ნიუსის“ ცნობით, რუმინეთმა შესაძლოა საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ უკრაინის მხარდაჭერა შეწყვიტოს. მედია მიზეზად ასახელებს არჩევნების პირველ ტურში ულტრამემარჯვენე კანდიდატის, კალინ ჯორჯესკუს გამარჯვებას, რომელიც ხშირად აკრიტიკებდა ნატოს და ეწინააღმდეგებოდა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევას. ჯორჯესკუმ არჩევნებში ხმების 23 პროცენტი მიიღო, მეორე ადგილზე ხმების 19 პროცენტით, რუმინეთის პრემიერ-მინისტრი, „სოციალ-დემოკრატი“ მარსელ ჩიოლაკუა.
