კრემლის განმარტება
კრემლში განმარტავენ, რომ უკრაინაში მშვიდობისა და სამშვიდობო გეგმის შესახებ საუბრები მხოლოდ დონალდ ტრამპის გარემოცვისგან, კერძოდ, მის მიერ ნომინირებული მომავალი მაღალჩინოსნებისგან ესმით, შეერთებული შტატების ამჟამინდელი ადმინისტრაცია კი ამ საკითხზე დუმს. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის თქმით, ვლადიმერ პუტინი სამშვიდობო პროცესებისა და მოლაპარაკებების დასაწყებად მზად არის.
