პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული, „ქრონიკის“ ინფორმაციით, ანატოლი გიგაურია
პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული, „ქრონიკის“ ინფორმაციით, ანატოლი გიგაურია. ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების თქმით, პოლიციელზე მოძალადე მათი პარტიის წევრია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გიგაური წარსულში ქურდობისთვის არის ნასამართლევი. 2021 წელს კი მის მიმართ გამოცემული იყო შემაკავებელი ორდერი, მშობლის წინააღმდეგ ძალადობის ფაქტზე. საგამოძიებო უწყების ცნობით, ბრალდებული, რომელიც რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციაში მონაწილეობდა, ადგილზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის მყოფ პატრულ-ინსპექტორს თავს დაესხა და მასზე ფიზიკურად იძალადა. პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ ანატოლი გიგაურს ბრალს ოფიციალურად, სავარაუდოდ, დღის განმავლობაში წარუდგენენ.
