ოპოზიციური პარტიები, მხარდამჭერებთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციას მართავდნენ
ოპოზიციური პარტიები, მხარდამჭერებთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის პარალელურად, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციას მართავდნენ. საკანონმდებლო ორგანოსთან მოქალაქეთა გარკვეული ნაწილი არჩევნების შედეგებს აპროტესტებს. აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობას კვერცხები ესროლეს, ასევე პარლამენტის წინ არსებულ დამცავი ჯებირის მიმართულებით ისროდნენ ქვებს და ბოთლებს.
