დღევანდელ სხდომაზე აირჩიეს საპარლამენტო კომიტეტების ხელმძღვანელებიც
დღევანდელ სხდომაზე აირჩიეს საპარლამენტო კომიტეტების ხელმძღვანელებიც. მათ შორის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე გახდება, თუმცა, ვიდრე ის პარლამენტში შევა, მანამდე იურიდიულ კომიტეტს გიორგი კახიანი უხელმძღვანელებს. ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე კი ლევან მახაშვილია, ამ პოსტს მაკა ბოჭორიშვილი იკავებდა.
