„ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლის ნდობა ზედიზედ მეოთხედ მიიღო
„ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლის ნდობა ზედიზედ მეოთხედ მიიღო. პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ შალვა პაპუაშვილმა დეპუტატებს სიტყვით მიმართა და თქვა, რომ საპარლამენტო არჩევნებზე ქართველმა ხალხმა გამოხატა თავისუფალი და მტკიცე ნება. აირჩიეს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეები, გია ვოლსკი, თეა წულუკიანი და ნინო წილოსანი. დაკომპლექტდა ფრაქცია ქართული ოცნება, რომლის წევრიც ოთხმოცი დეპუტატი იქნება, ფრაქციის თავმჯდომარის თანამდებობა მამუკა მდინარაძემ დაიკავა, ის ამავდროულად იქნება უმრავლესობის ლიდერიც.
