დღეს მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართა
დღეს მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართა. საკანონმდებლო ორგანო მუშაობას უკვე ოფიციალურად შეუდგა. ამ წუთებში კომიტეტების სხდომები მიმდინარეობს, სადაც დებულებებს შეიმუშავებენ. არჩეულია პარლამენტის თავმჯდომარე, ვიცე-სპიკერები, კომიტეტების ხელმძღვანელები. დღევანდელი სხდომა უხუცესმა წევრმა ლადო კახაძემ გახსნა, პირველ სხდომას ესწრებოდა სიის პირველი ნომერი ბიძინა ივანიშვილი.

სიუჟეტის ავტორი: სოფო ბერიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები