"უოლ სტრიტ ჯორნალი" წერს, რომ რუსეთი დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე კურსკის ოლქზე კონტროლის დაბრუნებას ეცდება
"უოლ სტრიტ ჯორნალი" წერს, რომ რუსეთი დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე კურსკის ოლქზე კონტროლის დაბრუნებას ეცდება. მოსკოვის მიზანია სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებამდე კიევს ეს ბერკეტი ხელიდან გამოაცალოს. გამოცემას უკრაინელმა სამხედროებმა განუცხადეს, რომ რუსეთის არმია კურსკში რიცხობრივ და ტექნიკურ უპირატესობას ფლობს. გამოცემა „ფორბსი“ კი წერს, რომ რუსეთის მხრიდან კურსკის დასაბრუნებლად 50 ათასი სამხედროა მობილიზებული, უკრაინელები კი მათთან ბრძოლისთვის ემზადებიან.
